Saturday, March 5, 2016

ტრენინგი: " ინტელი"
(რეფლექსია)

დღე 9

დღეს იყო ტრენინგის ბოლო, შემაჯამებელი დღე. თითოეულმა ჩვენთაგანმა წარადგინა და გააზიარა თავისი ნამუშევარი, განვიხილეთ თითოეული მათგანი, ვიმსჯელეთ და შევაფასეთ. საკმაოდ ნაყოფიერი და მრავლისმთქმელი იყო გაკეთებული კოლეგებისა და ტრენერის უკუკავშირი. 
ტრენინგზე ასევე გავეცანით კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს. ვისწავლეთ ბლოგზე ონლაინ რესურსების ჩაშენება.
მთლიანობაში, ტრენინგი იყო ნამდვილად ინფორმაციული, ნაყოფიერი. მიუხედავად იმისა, რომ ადრეც ვიცნობდი და მიმუშავია  სასწავლო პროექტზე. ტრენინგზე მიღებულმა ცოდნამ ბევრად უფრო კომპეტენტური გამხადა ამ საკითხში, რაც უდაოდ გამომადგება ჩემი პროფესიული საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და სრულყოფაში.


Friday, March 4, 2016

ტრენინგი : „ ინტელი
(რეფლექსია)
დღე 8
დღევანდელი ტრენინგის ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან აქტივობად მიმაჩნია  სხვადასხვა სახის კომპიტერული ოპერაციების შესრულება ბლოგსა და დრაივში. ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შერჩევა და დრაივის საქაღალდეებში შესრულებული დოკუმენტების ჩასმა.
ასევე მნიშვნელოვანი იყო პროექტის ფარგლებში ჩემს მიერ შესრულებული დავალებების წარდგენა და მისი დეტალური განხილვა აუდიტორიის წინაშე. ტრენერის უკუკავშირმა, მითითებებმა, შეფასებამ და რეფლექსიამ სხვა თვალით შემახედა ჩემს ნამუშევარზე და საბოლოო ცვლილებების შეტანისა და სრულყოფისთვის იდეები მომაწოდა.