Saturday, February 13, 2016

ტრენინგი : „ ინტელი“
(რეფლექსია)
მოდული 1.

დღე მეორე

ტრენინგის მეორე დღეს გავაგრძელეთ პრველი მოდულზე მუშაობა. ტრენინგის დასაწყისში თითოეულმა ჩვენთაგანმა წარმოადგინა პროექტის იდეა და ზოგადი დახასიათება. იდეების წარმოდგენინს დროს ტრენერი გზადაგზა ჩაგვეკითხებოდა და კითხვების საშუალებით ცდილობდა ჩვენი მომავალი პროექტი სწორად დაგვენახა და რათა იდეაც სათანადოდ განგვეხორციელებინა სამომავლოდ. ამის მისაღწევად ტრენერმა ასევე გაგვაცნო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშები, რაც ნამდვილად დამეხმარა პროექტის ძირითადი მიზნებისა და მოთხოვნების სწორად დანახვაში.
ტრენინგის შემდგომ ეტაპზე ვისწავლეთ დრაივში  ელექტრონული პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა და  შევქმენით იგი, რაც საკმაოდ მარტივად შევძელი. ვფიქრობ, ეს  ძალიან გამიადვილებს კლასის და საერთოდ ჩემი მუშაობის მართვას. ვგულისხმობ, მასალების ორგანიზებას და შესაბამისად მარტივად და სწრაფად მოძიებას საჭიროების დროს.
ასევე გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს ელექტრონული სახელმძღვანელოს მეშვეობით.  შაბლონის გათვალისწინებით შევეცადე  პროექტი უფრო კარგად გამეაზრებინა და დამეგეგმა შაბლონში მოცემული ძირითადი პუნქტების მიხედვით. ამ ეტაპზე შევავსეთ სასწავლო პროექტის შემდეგი საკითხები: პროექტის ავტორი, სკოლა, ქალაქი, საგანი, თემის დასახელება და ძირითადი მონახაზი, კლასი/დონე და განხორციელების დროის ჩარჩო.
ტრენინგის დასასრულს განვიხილეთ სხვადასხვა სახის გამოცემის შაბლონები. ეს საკითხი ჩემთვის არ იყო სიახლე, რადგან ადრეც მიმუშავია მსგავს საკითხებზე Microsoft publisher-ში.
მთლიანობაში ტრენინგი იყო საინტერესო და სასარგებლო, რადგან განხილული საკითხები დამეხმარება და გამიადვილებს ჩემს საქმიანობას მომავალში.

                                                                     თინათინ კვაჭაძე.
                                                                     13.02.2016.


Sunday, February 7, 2016

რეფლექსია 1

ტრენინგი : „ ინტელი“
(რეფლექსია)

2016 წლის 7 თებერვალს დავესწარი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ინტელის ტრენინგს. ტრენინგი ჩატარდა სსიპ–ქალაქ ბათუმის მე–15 საჯარო სკოლაში.  ტრენინგი გაგრძელდა 4 საათს. ტრენერი: გვანცა სალია.
ტრენინგის ძირითადი მიზანი იყო გავცნობოდით ტრენინგის შინაარსსა და სტრუქტურას. ტრენინგის პირველი დღე მოიცავდა პირველ მოდულს: პროექტებით სწავლება და პროექტის მონახაზი. მოდული თავის მხრივ სხვადასხვა აქტივობებისგან  შედგებოდა. ესენია: პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა, პროექტის შესაბამისი 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები, საპროექტო იდეების გენერირება, რეფლექსია ბლოგზე.
გეგმის შესაბამისად, ტრენინგი დაიწყო გაცნობით. ტრენერმა წარმოგვიდგინა საკუთარი თავი და  მოკლედ ისაუბრა საკუთარ გამოცდილებასა და პიროვნულ თვისებებზე, რომლებიც გარკვეულწილად აისახებოდა მის პროფესიულ საქმიანობაში.
შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო დღის გეგმა, მიზნები, მოსალოდნელი შედეგები.
ტრენერმა მიმოიხილა ყველა აქტივობა. მან აქცენტები გადაითანა მოდულის ძირითად აქტივობაზე რაც მოცავდა პროექტის მთავარის მახასიათებლების გაცნობას განვიხილეთ სხვადასხვა სახის სასწავლო პროექტი  და გავეცანით მის სტრუქტურას.
ტრენინგის პირველივე დღეს  ელექტრონული ფოსტის მეშვეობით  შევქმენი პირადი ბლოგი. დღის ბოლოს შევაჯამეთ ტრენინგზე განხილული საკითხები და დავწერეთ რეფლექსია.
ყოველთვის მაინტერესებდა პროექტებით სწავლება და ვფიქრობ, ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი იქნება ჩემთვის და დამეხმარება სწავლა სწავლების პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვაში.
                                                                                                             თინათინ კვაჭაძე

                                                                                                               7.02.2016