ტრენინგი : „ ინტელი“
(რეფლექსია)
მოდული 1.
დღე მეორე
ტრენინგის მეორე
დღეს გავაგრძელეთ პრველი მოდულზე მუშაობა. ტრენინგის დასაწყისში თითოეულმა ჩვენთაგანმა
წარმოადგინა პროექტის იდეა და ზოგადი დახასიათება. იდეების წარმოდგენინს დროს ტრენერი
გზადაგზა ჩაგვეკითხებოდა და კითხვების საშუალებით ცდილობდა ჩვენი მომავალი პროექტი
სწორად დაგვენახა და რათა იდეაც სათანადოდ განგვეხორციელებინა სამომავლოდ. ამის მისაღწევად
ტრენერმა ასევე გაგვაცნო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშები, რაც ნამდვილად
დამეხმარა პროექტის ძირითადი მიზნებისა და მოთხოვნების სწორად დანახვაში.
ტრენინგის შემდგომ
ეტაპზე ვისწავლეთ დრაივში ელექტრონული პორტფოლიოს
საქაღალდის შექმნა და შევქმენით იგი, რაც საკმაოდ
მარტივად შევძელი. ვფიქრობ, ეს ძალიან გამიადვილებს
კლასის და საერთოდ ჩემი მუშაობის მართვას. ვგულისხმობ, მასალების ორგანიზებას და შესაბამისად
მარტივად და სწრაფად მოძიებას საჭიროების დროს.
ასევე გავეცანით
სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს ელექტრონული სახელმძღვანელოს მეშვეობით. შაბლონის გათვალისწინებით შევეცადე პროექტი უფრო კარგად გამეაზრებინა და დამეგეგმა შაბლონში
მოცემული ძირითადი პუნქტების მიხედვით. ამ ეტაპზე შევავსეთ სასწავლო პროექტის შემდეგი
საკითხები: პროექტის ავტორი, სკოლა, ქალაქი, საგანი, თემის დასახელება და ძირითადი
მონახაზი, კლასი/დონე და განხორციელების დროის ჩარჩო.
ტრენინგის დასასრულს
განვიხილეთ სხვადასხვა სახის გამოცემის შაბლონები. ეს საკითხი ჩემთვის არ იყო სიახლე,
რადგან ადრეც მიმუშავია მსგავს საკითხებზე Microsoft publisher-ში.
მთლიანობაში ტრენინგი
იყო საინტერესო და სასარგებლო, რადგან განხილული საკითხები დამეხმარება და გამიადვილებს
ჩემს საქმიანობას მომავალში.
თინათინ კვაჭაძე.
13.02.2016.
No comments:
Post a Comment