Saturday, March 5, 2016

ტრენინგი: " ინტელი"
(რეფლექსია)

დღე 9

დღეს იყო ტრენინგის ბოლო, შემაჯამებელი დღე. თითოეულმა ჩვენთაგანმა წარადგინა და გააზიარა თავისი ნამუშევარი, განვიხილეთ თითოეული მათგანი, ვიმსჯელეთ და შევაფასეთ. საკმაოდ ნაყოფიერი და მრავლისმთქმელი იყო გაკეთებული კოლეგებისა და ტრენერის უკუკავშირი. 
ტრენინგზე ასევე გავეცანით კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს. ვისწავლეთ ბლოგზე ონლაინ რესურსების ჩაშენება.
მთლიანობაში, ტრენინგი იყო ნამდვილად ინფორმაციული, ნაყოფიერი. მიუხედავად იმისა, რომ ადრეც ვიცნობდი და მიმუშავია  სასწავლო პროექტზე. ტრენინგზე მიღებულმა ცოდნამ ბევრად უფრო კომპეტენტური გამხადა ამ საკითხში, რაც უდაოდ გამომადგება ჩემი პროფესიული საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და სრულყოფაში.


Friday, March 4, 2016

ტრენინგი : „ ინტელი
(რეფლექსია)
დღე 8
დღევანდელი ტრენინგის ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან აქტივობად მიმაჩნია  სხვადასხვა სახის კომპიტერული ოპერაციების შესრულება ბლოგსა და დრაივში. ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შერჩევა და დრაივის საქაღალდეებში შესრულებული დოკუმენტების ჩასმა.
ასევე მნიშვნელოვანი იყო პროექტის ფარგლებში ჩემს მიერ შესრულებული დავალებების წარდგენა და მისი დეტალური განხილვა აუდიტორიის წინაშე. ტრენერის უკუკავშირმა, მითითებებმა, შეფასებამ და რეფლექსიამ სხვა თვალით შემახედა ჩემს ნამუშევარზე და საბოლოო ცვლილებების შეტანისა და სრულყოფისთვის იდეები მომაწოდა. 

Sunday, February 28, 2016

ტრენინგი : „ ინტელი
(რეფლექსია)
დღე 7
დღეს ერთმანეთს გავუზიარეთ ერთმანეთის მიერ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის, მისი პროექტის ფარგლებში შესრულებული საქმიანობების შეფასების ზოგადი რუბრიკა. გაზიარებას თან მოჰყვა განხილვა. მივიღეთ მითითებები ტრენერისაგან, რის შემდეგაც ვიმუშავეთ ამ რუბრიკების საბოლოო დახვეწაზე.
ასევე ვიმუშავეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე. მოდულის ფარგლებში ვისაუბრეთ თუ როგორ შევძლებთ ჩვენი პროექტის განხორციელებისას განსხვავებული საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვას პროცესში და მათ ინტერესებს მორგებას. აქ კვლავ გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია და გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია. განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების სახეები: შინაარსი, პროცესი, პროდუქტი და სასწავლო გარემო.  ვიმსჯელეთ სხვადასხვა ხერხებზე და აქტივობების ტიპებზე რომელთა გამოყენებაც შეგვეძლება შერეული  შესაძლებლობის მოსწავლეების პროექტში ეფექტურად ჩართვისთვის.

ვფიქრობ, დღე ნამდვილად ნაყოფიერი იყო, რადგან უფრო კარგად ჩავწვდი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ზოგადი რუბრიკის სედგენის პრინციპებს და შესაბამისად დავხვეწე ჩემს მიერ შედგენილი რუბრიკა. 

Saturday, February 27, 2016

ტრენინგი : „ ინტელი
(რეფლექსია)

დღე 6

დღევანდელი ტრენინგი დავიწყეთ მოსწავლის ჩვენს მიერ შექმნილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების გაზიარებით. გავუზიარეთ და განვიხილეთ წარმოდგენილი ნაშრომები, პრეზენტაციები. აღსანიშნავია, რომ ტრენინგის ეს ნაწილი ძალზე ნაყოფიერი იყო ჩემთვის და ზოგადად ყველასათვის, რადგან ერთმანეთისთვის მიცემული უკუკავშირი საკმაოდ შედეგიანი გამოდგა. კონკრეტულად, დავინახეთ თითოეულის ნაკლოვანებები და მასზე დაყრდნობით შევიტანეთ ცვლილებები ჩვენს ნამუშევრებში. ჩატარებული მუშაობა დაგვეხმარება სამომავლოდ მათ საბოლოო დახვეწაში.
ტრენინგზე დეტალურად განვიხილეთ შეფასების ფორმები და მეთოდები მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომისთვის. ელექტრონულ ბიბლიოთეკაში განვიხილეთ სხვადასხვა სახის რუბრიკები და ჩექლისტები. ტრენერთან ერთად ვიმუშავეთ რუბრიკებისა და ჩექლისტების ადაპტირებაზე. ასევე, ვიმსჯელეთ  თუ როგორ შეიძლება თვით მოსწავლეთა ჩართვა ნაშრომთა შეფასების პროცესში. შედეგად, კარგად დავინახეთ თუ რა ცვლილებები შეტანის აუცილებლობა იყო ჩვენს ნამუშევრებში მათი  კიდევ უფრო სრულყოფის მიზნით.


Sunday, February 21, 2016

ტრენინგი : „ ინტელი
(რეფლექსია)
დღე 5
  დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ თუ როგორი ძლიერი, ყოვლისმომცველი და მოსახერხებელი ინსტრუმენტია ინტერნეტი.  გავეცანით თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით. ვისაუბრეთ სწრაფი კავშირების დამყარების შესაძლებლობის მომცემ ინტერნეტ საშუალებებზე როგორიცაა ელფოსტა, ონლაინჩატი, სწრაფი შეტყობინების სისტემა და ინტერნეტზარის ტექნოლოგიები. ასევე ბლოგებზე და ინტერნეტ თანამშრომლობით დოკუმენტებზე, როგორც მოსწავლეების პროექტებზე ერთობლივად მუშაობის და ონლაინ რეჟიმში მათი ნამუშევრის გაზიარების შესაძლებლობების საშუალებებზე. ყველა ზემოჩამოთვლილი საკითხი დამეხმარება პროექტისთვის საჭირო ძიებისა და  კვლევის დროს. ასევე, ზოგადად ყველა ამ ინსტრუმენტის გამოყენება ეფექტურია სწავლა–სწავლების პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების დროს ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით.
გადავედით მე–4 მოდულზე სადაც განვიხილეთ თუ როგორ დაგვეხმარება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა მოდულის მოლოდინების ზუსტად განსაზღვრაში და სასწავლო პროცედურების გაუმჯობესებაში.
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობისას სასურველია გაეცეს პასუხი სასწავლო პროექტის შესაბამის, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს. ასევე, მოხდეს მოსწავლის მიერ 21- საუკუნის უნარ-ჩვევების და ტექნოლოგიების ეფექტურად და ადეკვატურად გამოყენების დემონსტრირებავისაუბრეთ იმაზე, რომ პრეზენტაციები: ინფორმაციის ზეპირი წარმოდგენისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს, ხმოვან ეფექტებს, ვიდეოებსა და სხვა რესურსების ბმულებს. გავიმეორეთ ეფექტური პრეზენტაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. ტრენერის დახმარებით აქვე გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის მონახაზი. განვიხილეთ და შევაფასეთ თითოეულის მიერ წარმოდგენილი მონახაზი. მივიღეთ საინტერესო მითითებები ტრენერისაგან, რაც ვფიქრობ დამეხმარება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის სათანადოდ შესრულებაში.


Friday, February 19, 2016

ტრენინგი : „ ინტელი
(რეფლექსია)
დღე 4
დღეს განვიხილეთ პროექტების შეფასების სხვადასხვა ფორმები და მათი განხორციელების მეთოდები. ამის შემდეგ დავფიქრდით თუ როგორ შევძლებდით ამ მეთოდების გამოყენებას ჩვენს თემებში. ამ სსაკითხის კარგად გასააზრებლად ძალიან დამეხმარა ტრენერი მითითებები. აქვე განვსაზღვრეთ რომ შეფასებები უნდა მოხდეს გარკვეუული პერიოდულობის დაცვით. შესაბამისად, პერიოდულად გავანაწილეთ სხვადასხვა ტიპის შეფასებები, რათა წარმოგვეჩინა მოსწავლეთა მიღწევები და სუსტი მხარეები პროექტის თითოეულ ეტაპზე სხვადასხვა საშუალებებით. დაწვრილებით განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების მიზნები, მნიშვნელობები და ფორმები.
დღევანდელი ტრენინგი ნამდვილად ინფორმაციული იყო და ნაყოფიერი, რადგან განხილულმა საკითხებმა უფრო ღრმად ჩამახედა უკვე ნაცნობ საკითხებში და დამაფიქრა წვრილმან დეტალეზე რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ პროექტის დაგეგმვის დროს.  ეს  დამეხმარება სათანადოდ დავგეგმო ეს ნაწილი ჩემს პროექტში.

     

Sunday, February 14, 2016

ტრენინგი : „ ინტელი
(რეფლექსია)
მოდული 2.
დღე მესამე

ყოველთვის მაინტერესებდა პროექტებით სწავლების პროცესი. ვფიქრობ, ეს ხელს უწყობს მოტივაციის ამაღლებას მოსწავლეებში და სწავლა–სწავლების პროცესის სასიამოვნო პროცესად ქცევას. დღეს მომეცა საშუალება გავცნობოდი პროექტებზე მუშაობის ძალზე მნიშვნელოვან საკითხებს როგორებიცაა: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, 21–ე საუკუნის ძირითადი კომპეტენციები, განახლებული ბლუმის ტაქსონომია. აქვე ვიმუშავეთ, სტანდარტებსა და ინდიკატორებზე რასაც ჩემი სამომავლო პროექტი მოიაზრებდა. ეს საკითხი მარტივად გადავწყვიტე, რადგან ამაზე მუშაობა სისტემატურად მიწევს საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის დროს. უფრო რთულად მომეჩვენა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების არსის ჩაწვდომა, თუმცა ტრენერის დახმარებით უფრო გავერკვიე და ვფიქრობ, ეს დამეხმარება შემდგომ ამ ტიპის კითხვების ფორმულირებაში და დავალების დაძლევაში.

Saturday, February 13, 2016

ტრენინგი : „ ინტელი
(რეფლექსია)
მოდული 1.

დღე მეორე

ტრენინგის მეორე დღეს გავაგრძელეთ პრველი მოდულზე მუშაობა. ტრენინგის დასაწყისში თითოეულმა ჩვენთაგანმა წარმოადგინა პროექტის იდეა და ზოგადი დახასიათება. იდეების წარმოდგენინს დროს ტრენერი გზადაგზა ჩაგვეკითხებოდა და კითხვების საშუალებით ცდილობდა ჩვენი მომავალი პროექტი სწორად დაგვენახა და რათა იდეაც სათანადოდ განგვეხორციელებინა სამომავლოდ. ამის მისაღწევად ტრენერმა ასევე გაგვაცნო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშები, რაც ნამდვილად დამეხმარა პროექტის ძირითადი მიზნებისა და მოთხოვნების სწორად დანახვაში.
ტრენინგის შემდგომ ეტაპზე ვისწავლეთ დრაივში  ელექტრონული პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა და  შევქმენით იგი, რაც საკმაოდ მარტივად შევძელი. ვფიქრობ, ეს  ძალიან გამიადვილებს კლასის და საერთოდ ჩემი მუშაობის მართვას. ვგულისხმობ, მასალების ორგანიზებას და შესაბამისად მარტივად და სწრაფად მოძიებას საჭიროების დროს.
ასევე გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს ელექტრონული სახელმძღვანელოს მეშვეობით.  შაბლონის გათვალისწინებით შევეცადე  პროექტი უფრო კარგად გამეაზრებინა და დამეგეგმა შაბლონში მოცემული ძირითადი პუნქტების მიხედვით. ამ ეტაპზე შევავსეთ სასწავლო პროექტის შემდეგი საკითხები: პროექტის ავტორი, სკოლა, ქალაქი, საგანი, თემის დასახელება და ძირითადი მონახაზი, კლასი/დონე და განხორციელების დროის ჩარჩო.
ტრენინგის დასასრულს განვიხილეთ სხვადასხვა სახის გამოცემის შაბლონები. ეს საკითხი ჩემთვის არ იყო სიახლე, რადგან ადრეც მიმუშავია მსგავს საკითხებზე Microsoft publisher-ში.
მთლიანობაში ტრენინგი იყო საინტერესო და სასარგებლო, რადგან განხილული საკითხები დამეხმარება და გამიადვილებს ჩემს საქმიანობას მომავალში.

                                                                     თინათინ კვაჭაძე.
                                                                     13.02.2016.


Sunday, February 7, 2016

რეფლექსია 1

ტრენინგი : „ ინტელი“
(რეფლექსია)

2016 წლის 7 თებერვალს დავესწარი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ინტელის ტრენინგს. ტრენინგი ჩატარდა სსიპქალაქ ბათუმის მე15 საჯარო სკოლაშიტრენინგი გაგრძელდა 4 საათს. ტრენერი: გვანცა სალია.
ტრენინგის ძირითადი მიზანი იყო გავცნობოდით ტრენინგის შინაარსსა და სტრუქტურას. ტრენინგის პირველი დღე მოიცავდა პირველ მოდულს: პროექტებით სწავლება და პროექტის მონახაზი. მოდული თავის მხრივ სხვადასხვა აქტივობებისგან  შედგებოდა. ესენია: პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა, პროექტის შესაბამისი 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები, საპროექტო იდეების გენერირება, რეფლექსია ბლოგზე.
გეგმის შესაბამისად, ტრენინგი დაიწყო გაცნობით. ტრენერმა წარმოგვიდგინა საკუთარი თავი და  მოკლედ ისაუბრა საკუთარ გამოცდილებასა და პიროვნულ თვისებებზე, რომლებიც გარკვეულწილად აისახებოდა მის პროფესიულ საქმიანობაში.
შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო დღის გეგმა, მიზნები, მოსალოდნელი შედეგები.
ტრენერმა მიმოიხილა ყველა აქტივობა. მან აქცენტები გადაითანა მოდულის ძირითად აქტივობაზე რაც მოცავდა პროექტის მთავარის მახასიათებლების გაცნობას განვიხილეთ სხვადასხვა სახის სასწავლო პროექტი  და გავეცანით მის სტრუქტურას.
ტრენინგის პირველივე დღეს  ელექტრონული ფოსტის მეშვეობით  შევქმენი პირადი ბლოგი. დღის ბოლოს შევაჯამეთ ტრენინგზე განხილული საკითხები და დავწერეთ რეფლექსია.
ყოველთვის მაინტერესებდა პროექტებით სწავლება და ვფიქრობ, ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი იქნება ჩემთვის და დამეხმარება სწავლა სწავლების პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვაში.
                                                                                                             თინათინ კვაჭაძე

                                                                                                               7.02.2016