ტრენინგი : „ ინტელი“
(რეფლექსია)
მოდული 2.
დღე მესამე
ყოველთვის მაინტერესებდა
პროექტებით სწავლების პროცესი. ვფიქრობ, ეს ხელს უწყობს მოტივაციის ამაღლებას მოსწავლეებში
და სწავლა–სწავლების პროცესის სასიამოვნო პროცესად ქცევას. დღეს მომეცა საშუალება გავცნობოდი
პროექტებზე მუშაობის ძალზე მნიშვნელოვან საკითხებს როგორებიცაა: მიმართულების მიმცემი
საკვანძო კითხვები, 21–ე საუკუნის ძირითადი კომპეტენციები, განახლებული ბლუმის ტაქსონომია.
აქვე ვიმუშავეთ, სტანდარტებსა და ინდიკატორებზე რასაც ჩემი სამომავლო პროექტი მოიაზრებდა.
ეს საკითხი მარტივად გადავწყვიტე, რადგან ამაზე მუშაობა სისტემატურად მიწევს საგაკვეთილო
პროცესის დაგეგმვის დროს. უფრო რთულად მომეჩვენა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების
არსის ჩაწვდომა, თუმცა ტრენერის დახმარებით უფრო გავერკვიე და ვფიქრობ, ეს დამეხმარება
შემდგომ ამ ტიპის კითხვების ფორმულირებაში და დავალების დაძლევაში.
No comments:
Post a Comment