ტრენინგი : „ ინტელი“
(რეფლექსია)
დღე 6
დღევანდელი ტრენინგი
დავიწყეთ მოსწავლის ჩვენს მიერ შექმნილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების გაზიარებით.
გავუზიარეთ და განვიხილეთ წარმოდგენილი ნაშრომები,
პრეზენტაციები. აღსანიშნავია, რომ ტრენინგის ეს ნაწილი ძალზე ნაყოფიერი იყო ჩემთვის
და ზოგადად ყველასათვის, რადგან ერთმანეთისთვის მიცემული უკუკავშირი საკმაოდ
შედეგიანი გამოდგა. კონკრეტულად, დავინახეთ თითოეულის ნაკლოვანებები და
მასზე დაყრდნობით შევიტანეთ ცვლილებები ჩვენს ნამუშევრებში. ჩატარებული მუშაობა დაგვეხმარება
სამომავლოდ მათ საბოლოო დახვეწაში.
ტრენინგზე დეტალურად
განვიხილეთ შეფასების ფორმები და მეთოდები მოსწავლეთა
სავარაუდო ნაშრომისთვის. ელექტრონულ ბიბლიოთეკაში
განვიხილეთ სხვადასხვა სახის რუბრიკები და ჩექლისტები. ტრენერთან ერთად ვიმუშავეთ რუბრიკებისა
და ჩექლისტების ადაპტირებაზე. ასევე, ვიმსჯელეთ თუ როგორ შეიძლება თვით მოსწავლეთა ჩართვა
ნაშრომთა შეფასების პროცესში. შედეგად, კარგად დავინახეთ თუ რა
ცვლილებების შეტანის აუცილებლობა
იყო ჩვენს ნამუშევრებში მათი კიდევ უფრო სრულყოფის მიზნით.
No comments:
Post a Comment