ტრენინგი : „ ინტელი“
(რეფლექსია)
დღე 7
დღეს ერთმანეთს
გავუზიარეთ ერთმანეთის მიერ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის, მისი პროექტის ფარგლებში
შესრულებული საქმიანობების შეფასების ზოგადი რუბრიკა. გაზიარებას თან მოჰყვა განხილვა.
მივიღეთ მითითებები ტრენერისაგან, რის შემდეგაც ვიმუშავეთ ამ რუბრიკების საბოლოო დახვეწაზე.
ასევე ვიმუშავეთ
დიფერენცირებულ სწავლებაზე. მოდულის ფარგლებში ვისაუბრეთ თუ როგორ შევძლებთ ჩვენი პროექტის
განხორციელებისას განსხვავებული საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვას პროცესში
და მათ ინტერესებს მორგებას. აქ კვლავ გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია
და გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია. განვიხილეთ დიფერენცირებული
სწავლების სახეები: შინაარსი, პროცესი, პროდუქტი და სასწავლო გარემო. ვიმსჯელეთ სხვადასხვა ხერხებზე და აქტივობების ტიპებზე
რომელთა გამოყენებაც შეგვეძლება შერეული შესაძლებლობის მოსწავლეების პროექტში ეფექტურად
ჩართვისთვის.
ვფიქრობ, დღე
ნამდვილად ნაყოფიერი იყო, რადგან უფრო კარგად ჩავწვდი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის
ზოგადი რუბრიკის სედგენის პრინციპებს და შესაბამისად დავხვეწე ჩემს მიერ შედგენილი
რუბრიკა.
No comments:
Post a Comment