ტრენინგი : „ ინტელი“
(რეფლექსია)
დღე 5
დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ თუ როგორი ძლიერი, ყოვლისმომცველი
და მოსახერხებელი ინსტრუმენტია ინტერნეტი. გავეცანით თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით. ვისაუბრეთ სწრაფი კავშირების დამყარების შესაძლებლობის მომცემ ინტერნეტ საშუალებებზე როგორიცაა ელფოსტა, ონლაინჩატი, სწრაფი შეტყობინების სისტემა და ინტერნეტზარის ტექნოლოგიები. ასევე ბლოგებზე და ინტერნეტ თანამშრომლობით დოკუმენტებზე, როგორც მოსწავლეების პროექტებზე ერთობლივად მუშაობის და ონლაინ რეჟიმში მათი ნამუშევრის გაზიარების შესაძლებლობების საშუალებებზე. ყველა ზემოჩამოთვლილი
საკითხი დამეხმარება პროექტისთვის საჭირო
ძიებისა და კვლევის
დროს. ასევე, ზოგადად
ყველა ამ ინსტრუმენტის გამოყენება ეფექტურია სწავლა–სწავლების პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების დროს ამ პროცესის
ხელშეწყობის მიზნით.
გადავედით მე–4
მოდულზე სადაც განვიხილეთ თუ როგორ დაგვეხმარება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა მოდულის მოლოდინების ზუსტად განსაზღვრაში და სასწავლო პროცედურების გაუმჯობესებაში.
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობისას სასურველია გაეცეს პასუხი სასწავლო პროექტის შესაბამის, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს. ასევე, მოხდეს მოსწავლის
მიერ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების და ტექნოლოგიების ეფექტურად და ადეკვატურად გამოყენების დემონსტრირება. ვისაუბრეთ იმაზე, რომ პრეზენტაციები: ინფორმაციის ზეპირი წარმოდგენისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს, ხმოვან ეფექტებს, ვიდეოებსა და სხვა რესურსების ბმულებს. გავიმეორეთ ეფექტური პრეზენტაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. ტრენერის
დახმარებით აქვე გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის მონახაზი. განვიხილეთ და შევაფასეთ
თითოეულის მიერ წარმოდგენილი მონახაზი. მივიღეთ საინტერესო მითითებები ტრენერისაგან,
რაც ვფიქრობ დამეხმარება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის სათანადოდ შესრულებაში.
No comments:
Post a Comment