ტრენინგი : „ ინტელი“
(რეფლექსია)
დღე 4
დღეს განვიხილეთ პროექტების
შეფასების სხვადასხვა ფორმები და მათი განხორციელების მეთოდები. ამის
შემდეგ დავფიქრდით თუ როგორ შევძლებდით ამ მეთოდების გამოყენებას ჩვენს თემებში. ამ
სსაკითხის კარგად გასააზრებლად ძალიან დამეხმარა ტრენერი მითითებები. აქვე განვსაზღვრეთ
რომ შეფასებები უნდა მოხდეს გარკვეუული პერიოდულობის დაცვით. შესაბამისად, პერიოდულად
გავანაწილეთ სხვადასხვა ტიპის შეფასებები, რათა წარმოგვეჩინა
მოსწავლეთა მიღწევები და სუსტი მხარეები პროექტის თითოეულ ეტაპზე სხვადასხვა საშუალებებით.
დაწვრილებით განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების მიზნები, მნიშვნელობები და
ფორმები.
დღევანდელი ტრენინგი
ნამდვილად ინფორმაციული იყო და ნაყოფიერი, რადგან განხილულმა საკითხებმა უფრო ღრმად
ჩამახედა უკვე ნაცნობ საკითხებში და დამაფიქრა წვრილმან დეტალეზე რაც აუცილებლად უნდა
გავითვალისწინოთ პროექტის დაგეგმვის დროს. ეს დამეხმარება სათანადოდ დავგეგმო ეს ნაწილი ჩემს
პროექტში.
თინიკო, მაგარია!
ReplyDeleteჩანს გაცნობილი საკითხისადმი შენი ხდვა.ასე გააგრძელე:-)